Friday, May 28, 2010
ლეგენდა სიცოცხლეში და ლეგენდა სიკვდილის შემდეგ - Marilyn Monroe
ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი. დაიბადა: 01. 06. 1926 ლოს-ანჯელესში დაიღუპა: 05. 08. 1962 ბრეიტვუდში (კალიფორნია). სწავლობდა სამსახიობო სტუდიაში - ნიუ იორკში. იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით... ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, რომლის კინო-ოლიმპის მწვერვალზე გამოჩენა სასწაულს ჰგავდა, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა... არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა, რეჟისორებისთვის დაემტკიცებინა, “ლამაზმან მერლინს” საკუთარი “ღირსებების” დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო - აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარაკზე გათამაშდა - 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა. ამ ტრაგედიის მთელი სიღრმე რომ იგრძნო, ალბათ წარსულში უნდა დაბრუნდე; იმ დროში, როცა ქერაკულულებიანი ნორმა ჯინი ცხოვრების პირველ, საკმაოდ სასტიკ გაკვეთილებს იღებდა... ვინ იცის, როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით, რომელშიც ანგელოზის მომხიბვლელობა მაცდურის ჯადოსთან იყო შეზავებული... რეჟისორებისთვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, და არც ერთ მომწვევს მასში მსახიობის დანახვა არც უცდია და არც სურდა. ამით აიხსნება მისი სურათების რეპერტუარიც: "სიყვარულის ბუდე" (1951), "მოდი, დავქორწინდეთ" (1951), "ჩვენ ცოლი არა გვყავს" (1952), "შემოსვლა დაუკაკუნებლადაც შეიძლება” (1952), "ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ" (1953), "როგორ გავყვე მილიონერს" (1953) და სხვ. მერლინი ვარსკვლავი ხდება, მისი ფოტოები საღამოს კაბებში - თუ მათ გარეშე - მილიონობით ტირაჟით იყიდება, პრესის ფურცლებზე კი გაუთავებლად ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე. ეკრანული იმიჯის შეცვლის ყველა ცდა მარცხით მთავრდება. ე. კაზანისა და ლი სტრასბერგის თეატრალურ სტუდიაში გაკვეთილებს ესწრება და ამის გამო დასცინიან. ინტერვიუებში სულ იმეორებს, სერიოზულ სურათებში თამაში მსურსო... მაგრამ ისევ მელოდრამებსა და კომედიებში იწვევენ, მაცდური - მაგრამ ცალტვინა ლამაზმანის როლზე (ფილმები: "შოუ-ბიზნესზე კარგი ბიზნესი არ არსებობს", 1954; "ქორწილიდან 7 წლის შემდეგ", 1955; "უფლისწული და მომღერალი”, 1957). ბევრი მსახიობი და რეჟისორი (მათ შორის ცნობილი ლოურენს ოლივიე) აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც დრამატული მსახიობის ტალანტი, უდავოა. თუმცა ამით არაფერი იცვლება. მაყურებლისთვის ის იგივე რჩება: საყვარელი, ლამაზი სოლისტი, გოგონა ჯაზის ორკესტრიდან, მილიონერზე გათხოვებას რომ ნატრობს, მაგრამ ბედნიერებას მასავით ღატაკ, მაგრამ მომხიბვლელ მუსიკოსთან პოულობს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ გამოუვიდა მერლინს ჩვეული ამპლუადან გამოსვლა – ეს ბოლო ეკრანულ ნამუშევარში მოხდა, სიმბოლური სახელწოდებით "RESTLESS" (1961). სამწუხაროა, მაგრამ მაშინ, როცა მსახიობი მერლინ მონრო “დაიბადა”, ქალს, რომელიც ამ სახელსა და გვარს ატარებდა, სულ ცოტა ხნის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მოახლოებულ სიბერეზე აკვიატებულმა ფიქრმა, არტურ მილერთან გაყრამ, საქმით დაუკმაყოფილებლობამ და ა. შ. მსახიობი დეპრესიამდე, ხოლო დეპრესიიდან “გამოსავლის” ძიებაში – ალკოჰოლამდე, ნარკოტიკებამდე და აბებამდე მიიყვანა. და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა თვითმკვლელობაზე საფუძვლიანად ჯერ არავის უარუყვია, მერლინ მონროს სიკვდილი მაინც უამრავ ეჭვს, აზრს და ვარაუდს ბადებს... მაშ ასე, როგორ “იწერებოდა” მერლინის ისტორია: ოჯახი დედა: გლედის ბეიკერი, ერთ-ერთ სტუდიაში მანტაჟს აკეთებდა, კინოფირს აწებებდა. ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, ქალიშვილი ცნობილი გამხდარიყო. სულ მუშაობდა, ნორმა კი ძიძებთან რჩებოდა. როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა, დედა, ღრმა დეპრესიაში, მეგობარს დანით მივარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს, სწორედ იმაში, რომელშიც მერილინის ბებია მოკვდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გლედისი მერლინის ცხოვრების მანძილზე სულ ფსიქიატრიულში იყო. მამა - უცნობია, აღმზრდელი მხოლოდ დედა იყო. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტენსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს. ერთხელ დედას სურათი უჩვენებია და უთქვამს, ეს მამაშენიაო. მაგრამ სურათიდანაც ბევრი არაფერი ახსოვდა: ფართოფარფლებიანი შლაპა და პატარა, წვრილი ულვაში, კლარკ გეიბლივით. ბაბუა: ოტის მონრო, ასევე სულიერი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც სიფილისის ბოლო სტადიამ გამოიწვია. ბებია: დეპლა მონრო, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის დაავადება ტანჯავდა, მოგვიანებით დაავადებამ მანიაკურ-ზი გამოიწვია. ბებია: დეპლა მონრო, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის დაავადება ტანჯავდა, მოგვიანებით დაავადებამ მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი გამოიწვია. ბავშვობა 1 ივნისს 1926 წლის გლედის მონრო ბეიკერს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც იმ დროისთვის პოპულარული მსახიობის - ნორმა ტოლმეჯის მსგავსად – ნორმა დაარქვა. გლედისი 2 წელი იყო მარტინ მორტენსონის ცოლი, მაგრამ მერლინის დაბადების დროს, უკვე გაშორდა ქმარს. მორტინსონის მამობა საეჭვოდ მიიჩნევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, დედამ შვილი ამ გვარით ჩაწერა. სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისთვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს. 1932 წლიდან (8 წლის) ნორმა ჯინი ბოლენდერებთან ცხოვრობდა. ეს ოჯახი ბავშვებს აღსაზრდელად იმისთვის იღებდა, რომ კრიზისის წლებში ბავშვის შემწეობაზე ეცხოვრა. გლედისი ხანდახან სტუმრობდა შვილს და გოგონას ართობდა და ამხიარულებდა 1932 წლის ზაფხულში დედას შვილი თავისთან მიჰყავს. მაგრამ 1 წლის შემდეგ, მამის გარდაცვალების გამო ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი ქალი ისევ კლინიკაში ხვდება. ნორმა ჯინ ბეიკერი საკუთარი თავის ანაბარა რჩება და მასზე ზრუნვას დედის მეგობარი – გრეის ეტკინსონ მაკ-კი იწყებს. ბავშვი ძალიან უყვარდა და ოცნებობდა მისგან კინოვარსკვლავი გამოეჩარხა. ათასნაირ მორთულობას ყიდულობდა, ლამაზად სიარულსა და კოსმეტიკის გამოყენებას ასწავლიდა და ხშირად დაჰყავდა კინოში. საბოლოოდ ის გოგონას ოფიციალური მეურვე გახდა. იმ პერიოდში გრეისს ერვინ სილლიმენ გოდარდი გაუცვნია. მოხდენილი, გაყრილი, მსმელი, 3 ქალიშვილით და მაინც სასურველი. გრეისმა იქორწინა. ოჯახმა აღსაზრდელად დაიტოვეს ერვინის ერთ-ერთი ქალიშვილი - ნონა, ნორმას გამოკვების თავი კი აღარავის ჰქონდა. 1935 წელს ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ 2 წელი ცხოვრობს. შაბათობით გრეისი სტუმრობს და მომავალი ვარსკვლავი კინოში მიჰყავს. 1937 წელს გრეისმა ნორმა თავშესაფრიდან წამოიყვანა, მაგრამ გოდარდებთან ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლა – ერთხელ მთვრალმა ერვინმა გოგონას გაუპატიურება სცადა. ნორმა გრეისის ბებიასთან გადადის. აქ კიდევ ერთი უსიამოვნო ისტორია მოხდება, ისევ სექსუალურ ნიადაგზე, უკვე ბიძაშვილთან (ბიჭი - 12 წლის იყო, გოგონა - 11) და ის ისევ იცვლის მისამართს გრეისის დეიდასთან გადადის, შემდეგ მისი ავადმყოფობის გამო ისევ გოდარდებთან ბრუნდება. ბოლო ორი წლის მანძილზე თურმე გაიფურჩქნა, უკვე ბევრ ყმაწვილს რჩებოდა მასზე თვალი და “გოგონა მმმ...”-ს – ეძახდნენ, საკუთარი თავის რწმენა გაეღვიძა. თაყვანისმცემლებიდან განსაკუთრებული ყურადღებით ჯიმ დაგერტი გამოირჩეოდა, დამოუკიდებელი და ზრდასრული ადამიანი. ეს ნორმას ძალიან სიამოვნებდა. როცა გოდარდები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, ნორმა ვერ მიჰყავთ და ის სწორედ დაგერტზე თხოვდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ადრე ჩემი ოჯახი უმკლავდებოდა თავის ფინანსურ მოვალეობებს, მაგრამ დადგა მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდი. მაგრამ onlain.sesxebi-ს წყალობით ჩვენ ძალიან წარმატებით ვუმკლავდებით ამ პერიოდს!
ReplyDelete