Friday, May 28, 2010

ქმრები



ქმრები
ზუსტი ცნობები მერლინის მხოლოდ 3 ქმარზე არსებობს: ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო, არტურ მილერი

1. ჯიმ დაგერტი
20 წლის იყო, ნორმაზე ზრუნავდა და დაკრძალვის ბიუროში მუშაობდა. დაქორწინდნენ 1942 წლის 19 ივნისს. ნორმამ სკოლიდან წამოვიდა. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სავაჭრო ფლოტში იწყებს მუშაობას, ნორმა - საავიაციო ქარხანაში. ცოტახნის შემდეგ ტოვებს ქარხანას და მოდელის კარიერას იწყებს.
1945 წლის შობის დამდეგს დაგერტი არჩევანის წინაშე აყენებს: ან მე, ან ჟურნალებიო. ნორმა პასუხს გაურბის, მაგრამ მოგვიანებით, ხომალდზე უგზავნის ქმარს გაყრისთვის საჭირო დოკუმენტებს.

პირველმა მეუღლებრივმა კავშირმა 4 წელი გასტანა. მოგვიანებით მერლინ მონრო ამ ქორწინებას ახალგაზრდობის შეცდომას დაარქმევს.

2. ჯო დი მაჯო
მიუხედავად იმისა, რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარკსვლავის - ჯო დი მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას. იანვარში კი დაქორწინდა. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე, განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება, საოცრად ეჭვიანი იყო, ხანდახან ხელიც აღუმართავს ცოლზე.

9 თვეში დაშორდნენ, მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. არტურ მილერთან გაყრის გამო თავსდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად, “პეინ-უაიტნის” ფსიქიატრიული საავადმყოფოდანაც გამოიყვანა, სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა
3. არტურ მილერი – “ჩემი სიცოცხლე”
დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და 2 შვილი ჰყავდა: “იმით გამიტაცა, რომ ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია. მას ესმის ჩემი სწრაფვა სრულყოფისკენ”, -ამბობდა მერლინი.

გაცნობის დღიდან დიდხანს არ უნახავთ ერთმანეთი, მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეხვდნენ და დაიწყო საიდუმლო პაემნები. მალე მილერი ცოლს გაშორდა და 1956 წლის ზაფხულში მერლინი ცოლად მოიყვანა. ერთად 4 წელი იქნებიან, მერლინი “თავის სიცოცხლეს” უწოდებს. 1961 წლის 20 იანვარში კი გაიყრებიან, ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა.

მილერისთვის მერლინთან ურთიერთობა მძიმე ტვირთად გადაიქცა: ერთობლივი ცხოვრების 4 წლის მანძილზე ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. მერლინი კი ფილმებში გადაღებას და კარიერის შენებას განაგრძობდა.

მხოლოდ გაყრის შემდეგ წერს არტური პიესას საგანგებოდ მერლინისთვის და ამ პიესის მიხედვით გადაიღებენ მ. მონროს ბოლო ფილმს - "RESTLESS".

4. მერლინის მეოთხე ქორწინება (?)

არსებობს ვერსია, რობერტ სლეტცერთან ქორწინებაზე, თითქოს მეხიკოში დაქორწინდნენ და ჩამოსვლამდე დახიეს ქორწინების მოწმობა, მოილაპარაკეს, რომ ეს ქორწინება “ხუმრობა” იქნებოდა.

რობერტი დიდხანს დარჩა სანდო ადამიანად, ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მერლინს განთქმული წითელი დღიურიც უჩვენებია მისთვის.

მონროს თვითმკვლელობაზე ოფიციალური განცხადების შემდეგ, რობერტი თვითონ იწყებს გამოძიებას. მთელი 10 წელი - მარტო, შემდეგი 10 წელი კი - ცნობილ დეტექტივთან ერთად. მხოლოდ მისი წყალობით შეირყევა მერლინის გარდაცვალების გარემოებათა ოფიციალური ვერსია.

No comments:

Post a Comment