Friday, May 28, 2010

qali romelmac me-20 saukune shecvala



ის ამერიკის სექს-სიმბოლო იყო, მასზე მსოფლიოში მილიონობით მამაკაცი ოცნებობდა. მასში ყველაფერი სრულყოფილი იყო. ბევრი ფიქრობს, რომ მერლინ მონრო დაიბადა იმ მომენტში, როდესაც ნორმა ჯინმა გადაიღება თმა ქერად. სინამდვილეში მას მთლიანად მოუხდა შეცვლა.

ბავშვობაში, რომელმაც სიღარიბეში ჩაიარა, მას "თაგვს" ეძახოდნენ. ჩუმი გოგონა, კარტოფილი-ცხვირით და მოუვლელი თმით არავის არ უყვარდა, და მაშინ მან თავს პირობა მისცა, რომ მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა. ცხვირი, ლოყები და ნიკაპი პლასტიკური ქირურგიის სკალპელმა შეცვალა. ხოლო თავში დაუჯერებლობა მერლინმა უიღბლო ნორმას დაუტოვა.

მისმა ძალისხმევამ, მას მოუტანა პოპულარობა და სიმდიდრე, მაგრამ სამწუხაროდ არა - ბედნიერება. მდიდრული გარეგნობა მას სასტიკად გაუსწორდა. მერლინს მხოლოდ თავბრუდამხვევი სულელის როლები ხვდა წილად, კომედიები თავზე საყრელად ჰქონდა. ამ ყველაფერს დაემატა გაუმართლებელი ქორწინებები და აუარებელი აბორტები. პლანეტის ყველაზე სასურველი ქალი წავიდა ამ ცხოვრებიდან, ახალგაზრდა, მარტოხელა და უბედური, მან ვერც ერთხელ ვერ შეიგრძნო თავი ნამდვილად საყვარელ ქალად.

ოჯახი


დედა: გლედის ბეიკერი, ერთ-ერთ სტუდიაში მანტაჟს აკეთებდა, კინოფირს აწებებდა. ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, ქალიშვილი ცნობილი გამხდარიყო. სულ მუშაობდა, ნორმა კი ძიძებთან რჩებოდა. როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა, დედა, ღრმა დეპრესიაში, მეგობარს დანით მივარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს, სწორედ იმაში, რომელშიც მერილინის ბებია მოკვდა.


იშვიათი გამონაკლისების გარდა, გლედისი მერლინის ცხოვრების მანძილზე სულ ფსიქიატრიულში იყო.


მამა - უცნობია, აღმზრდელი მხოლოდ დედა იყო. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტენსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს. ერთხელ დედას სურათი უჩვენებია და უთქვამს, ეს მამაშენიაო. მაგრამ სურათიდანაც ბევრი არაფერი ახსოვდა: ფართოფარფლებიანი შლაპა და პატარა, წვრილი ულვაში, კლარკ გეიბლივით.

ბაბუა: ოტის მონრო, ასევე სულიერი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც სიფილისის ბოლო სტადიამ გამოიწვია.

ბებია: დეპლა მონრო, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის დაავადება ტანჯავდა, მოგვიანებით დაავადებამ მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი გამოიწვია.

ლეგენდა სიცოცხლეში და ლეგენდა სიკვდილის შემდეგ - Marilyn Monroe


ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი. დაიბადა: 01. 06. 1926 ლოს-ანჯელესში დაიღუპა: 05. 08. 1962 ბრეიტვუდში (კალიფორნია). სწავლობდა სამსახიობო სტუდიაში - ნიუ იორკში. იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით... ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, რომლის კინო-ოლიმპის მწვერვალზე გამოჩენა სასწაულს ჰგავდა, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა... არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა, რეჟისორებისთვის დაემტკიცებინა, “ლამაზმან მერლინს” საკუთარი “ღირსებების” დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო - აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარაკზე გათამაშდა - 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა. ამ ტრაგედიის მთელი სიღრმე რომ იგრძნო, ალბათ წარსულში უნდა დაბრუნდე; იმ დროში, როცა ქერაკულულებიანი ნორმა ჯინი ცხოვრების პირველ, საკმაოდ სასტიკ გაკვეთილებს იღებდა... ვინ იცის, როგორი ბედისწერა ელოდა მერლინ მონროს, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით, რომელშიც ანგელოზის მომხიბვლელობა მაცდურის ჯადოსთან იყო შეზავებული... რეჟისორებისთვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, და არც ერთ მომწვევს მასში მსახიობის დანახვა არც უცდია და არც სურდა. ამით აიხსნება მისი სურათების რეპერტუარიც: "სიყვარულის ბუდე" (1951), "მოდი, დავქორწინდეთ" (1951), "ჩვენ ცოლი არა გვყავს" (1952), "შემოსვლა დაუკაკუნებლადაც შეიძლება” (1952), "ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ" (1953), "როგორ გავყვე მილიონერს" (1953) და სხვ. მერლინი ვარსკვლავი ხდება, მისი ფოტოები საღამოს კაბებში - თუ მათ გარეშე - მილიონობით ტირაჟით იყიდება, პრესის ფურცლებზე კი გაუთავებლად ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე. ეკრანული იმიჯის შეცვლის ყველა ცდა მარცხით მთავრდება. ე. კაზანისა და ლი სტრასბერგის თეატრალურ სტუდიაში გაკვეთილებს ესწრება და ამის გამო დასცინიან. ინტერვიუებში სულ იმეორებს, სერიოზულ სურათებში თამაში მსურსო... მაგრამ ისევ მელოდრამებსა და კომედიებში იწვევენ, მაცდური - მაგრამ ცალტვინა ლამაზმანის როლზე (ფილმები: "შოუ-ბიზნესზე კარგი ბიზნესი არ არსებობს", 1954; "ქორწილიდან 7 წლის შემდეგ", 1955; "უფლისწული და მომღერალი”, 1957). ბევრი მსახიობი და რეჟისორი (მათ შორის ცნობილი ლოურენს ოლივიე) აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც დრამატული მსახიობის ტალანტი, უდავოა. თუმცა ამით არაფერი იცვლება. მაყურებლისთვის ის იგივე რჩება: საყვარელი, ლამაზი სოლისტი, გოგონა ჯაზის ორკესტრიდან, მილიონერზე გათხოვებას რომ ნატრობს, მაგრამ ბედნიერებას მასავით ღატაკ, მაგრამ მომხიბვლელ მუსიკოსთან პოულობს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ გამოუვიდა მერლინს ჩვეული ამპლუადან გამოსვლა – ეს ბოლო ეკრანულ ნამუშევარში მოხდა, სიმბოლური სახელწოდებით "RESTLESS" (1961). სამწუხაროა, მაგრამ მაშინ, როცა მსახიობი მერლინ მონრო “დაიბადა”, ქალს, რომელიც ამ სახელსა და გვარს ატარებდა, სულ ცოტა ხნის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მოახლოებულ სიბერეზე აკვიატებულმა ფიქრმა, არტურ მილერთან გაყრამ, საქმით დაუკმაყოფილებლობამ და ა. შ. მსახიობი დეპრესიამდე, ხოლო დეპრესიიდან “გამოსავლის” ძიებაში – ალკოჰოლამდე, ნარკოტიკებამდე და აბებამდე მიიყვანა. და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა თვითმკვლელობაზე საფუძვლიანად ჯერ არავის უარუყვია, მერლინ მონროს სიკვდილი მაინც უამრავ ეჭვს, აზრს და ვარაუდს ბადებს... მაშ ასე, როგორ “იწერებოდა” მერლინის ისტორია: ოჯახი დედა: გლედის ბეიკერი, ერთ-ერთ სტუდიაში მანტაჟს აკეთებდა, კინოფირს აწებებდა. ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, ქალიშვილი ცნობილი გამხდარიყო. სულ მუშაობდა, ნორმა კი ძიძებთან რჩებოდა. როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა, დედა, ღრმა დეპრესიაში, მეგობარს დანით მივარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს, სწორედ იმაში, რომელშიც მერილინის ბებია მოკვდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გლედისი მერლინის ცხოვრების მანძილზე სულ ფსიქიატრიულში იყო. მამა - უცნობია, აღმზრდელი მხოლოდ დედა იყო. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტენსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს. ერთხელ დედას სურათი უჩვენებია და უთქვამს, ეს მამაშენიაო. მაგრამ სურათიდანაც ბევრი არაფერი ახსოვდა: ფართოფარფლებიანი შლაპა და პატარა, წვრილი ულვაში, კლარკ გეიბლივით. ბაბუა: ოტის მონრო, ასევე სულიერი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც სიფილისის ბოლო სტადიამ გამოიწვია. ბებია: დეპლა მონრო, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის დაავადება ტანჯავდა, მოგვიანებით დაავადებამ მანიაკურ-ზი გამოიწვია. ბებია: დეპლა მონრო, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის დაავადება ტანჯავდა, მოგვიანებით დაავადებამ მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი გამოიწვია. ბავშვობა 1 ივნისს 1926 წლის გლედის მონრო ბეიკერს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც იმ დროისთვის პოპულარული მსახიობის - ნორმა ტოლმეჯის მსგავსად – ნორმა დაარქვა. გლედისი 2 წელი იყო მარტინ მორტენსონის ცოლი, მაგრამ მერლინის დაბადების დროს, უკვე გაშორდა ქმარს. მორტინსონის მამობა საეჭვოდ მიიჩნევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, დედამ შვილი ამ გვარით ჩაწერა. სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისთვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს. 1932 წლიდან (8 წლის) ნორმა ჯინი ბოლენდერებთან ცხოვრობდა. ეს ოჯახი ბავშვებს აღსაზრდელად იმისთვის იღებდა, რომ კრიზისის წლებში ბავშვის შემწეობაზე ეცხოვრა. გლედისი ხანდახან სტუმრობდა შვილს და გოგონას ართობდა და ამხიარულებდა 1932 წლის ზაფხულში დედას შვილი თავისთან მიჰყავს. მაგრამ 1 წლის შემდეგ, მამის გარდაცვალების გამო ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი ქალი ისევ კლინიკაში ხვდება. ნორმა ჯინ ბეიკერი საკუთარი თავის ანაბარა რჩება და მასზე ზრუნვას დედის მეგობარი – გრეის ეტკინსონ მაკ-კი იწყებს. ბავშვი ძალიან უყვარდა და ოცნებობდა მისგან კინოვარსკვლავი გამოეჩარხა. ათასნაირ მორთულობას ყიდულობდა, ლამაზად სიარულსა და კოსმეტიკის გამოყენებას ასწავლიდა და ხშირად დაჰყავდა კინოში. საბოლოოდ ის გოგონას ოფიციალური მეურვე გახდა. იმ პერიოდში გრეისს ერვინ სილლიმენ გოდარდი გაუცვნია. მოხდენილი, გაყრილი, მსმელი, 3 ქალიშვილით და მაინც სასურველი. გრეისმა იქორწინა. ოჯახმა აღსაზრდელად დაიტოვეს ერვინის ერთ-ერთი ქალიშვილი - ნონა, ნორმას გამოკვების თავი კი აღარავის ჰქონდა. 1935 წელს ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ 2 წელი ცხოვრობს. შაბათობით გრეისი სტუმრობს და მომავალი ვარსკვლავი კინოში მიჰყავს. 1937 წელს გრეისმა ნორმა თავშესაფრიდან წამოიყვანა, მაგრამ გოდარდებთან ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლა – ერთხელ მთვრალმა ერვინმა გოგონას გაუპატიურება სცადა. ნორმა გრეისის ბებიასთან გადადის. აქ კიდევ ერთი უსიამოვნო ისტორია მოხდება, ისევ სექსუალურ ნიადაგზე, უკვე ბიძაშვილთან (ბიჭი - 12 წლის იყო, გოგონა - 11) და ის ისევ იცვლის მისამართს გრეისის დეიდასთან გადადის, შემდეგ მისი ავადმყოფობის გამო ისევ გოდარდებთან ბრუნდება. ბოლო ორი წლის მანძილზე თურმე გაიფურჩქნა, უკვე ბევრ ყმაწვილს რჩებოდა მასზე თვალი და “გოგონა მმმ...”-ს – ეძახდნენ, საკუთარი თავის რწმენა გაეღვიძა. თაყვანისმცემლებიდან განსაკუთრებული ყურადღებით ჯიმ დაგერტი გამოირჩეოდა, დამოუკიდებელი და ზრდასრული ადამიანი. ეს ნორმას ძალიან სიამოვნებდა. როცა გოდარდები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, ნორმა ვერ მიჰყავთ და ის სწორედ დაგერტზე თხოვდება.

ქმრები



ქმრები
ზუსტი ცნობები მერლინის მხოლოდ 3 ქმარზე არსებობს: ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო, არტურ მილერი

1. ჯიმ დაგერტი
20 წლის იყო, ნორმაზე ზრუნავდა და დაკრძალვის ბიუროში მუშაობდა. დაქორწინდნენ 1942 წლის 19 ივნისს. ნორმამ სკოლიდან წამოვიდა. ერთი წლის შემდეგ ჯიმი სავაჭრო ფლოტში იწყებს მუშაობას, ნორმა - საავიაციო ქარხანაში. ცოტახნის შემდეგ ტოვებს ქარხანას და მოდელის კარიერას იწყებს.
1945 წლის შობის დამდეგს დაგერტი არჩევანის წინაშე აყენებს: ან მე, ან ჟურნალებიო. ნორმა პასუხს გაურბის, მაგრამ მოგვიანებით, ხომალდზე უგზავნის ქმარს გაყრისთვის საჭირო დოკუმენტებს.

პირველმა მეუღლებრივმა კავშირმა 4 წელი გასტანა. მოგვიანებით მერლინ მონრო ამ ქორწინებას ახალგაზრდობის შეცდომას დაარქმევს.

2. ჯო დი მაჯო
მიუხედავად იმისა, რომ მერლინისა და ბეისბოლის ვარკსვლავის - ჯო დი მაჯოს რომანზე ჭორი დიდხანს დადიოდა, 1952 წლის სექტემბერში წყვილი უარყოფდა საერთო გეგმების არსებობას. იანვარში კი დაქორწინდა. დი მაჯოს თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმე, განსაკუთრებით ყველას დასანახად სხეულის დემონსტრირება, საოცრად ეჭვიანი იყო, ხანდახან ხელიც აღუმართავს ცოლზე.

9 თვეში დაშორდნენ, მაგრამ დი მაჯო მთელი ცხოვრება ეხმარებოდა მერლინს. არტურ მილერთან გაყრის გამო თავსდატეხილი დეპრესიის დროსაც მივიდა მერლინთან დასახმარებლად, “პეინ-უაიტნის” ფსიქიატრიული საავადმყოფოდანაც გამოიყვანა, სწორედ მან მოაწყო დაკრძალვა
3. არტურ მილერი – “ჩემი სიცოცხლე”
დრამატურგი არტურ მილერი მერლინმა თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 1950 წელს, ჰოლივუდში გაიცნო. მილერი ცოლიანი იყო და 2 შვილი ჰყავდა: “იმით გამიტაცა, რომ ჭკვიანია. მისი გონება ჩემი ნაცნობი ყველა დანარჩენი მამაკაცის გონებაზე ძლიერია. მას ესმის ჩემი სწრაფვა სრულყოფისკენ”, -ამბობდა მერლინი.

გაცნობის დღიდან დიდხანს არ უნახავთ ერთმანეთი, მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეხვდნენ და დაიწყო საიდუმლო პაემნები. მალე მილერი ცოლს გაშორდა და 1956 წლის ზაფხულში მერლინი ცოლად მოიყვანა. ერთად 4 წელი იქნებიან, მერლინი “თავის სიცოცხლეს” უწოდებს. 1961 წლის 20 იანვარში კი გაიყრებიან, ოფიციალური მიზეზი: ხასიათის შეუთავსებლობა.

მილერისთვის მერლინთან ურთიერთობა მძიმე ტვირთად გადაიქცა: ერთობლივი ცხოვრების 4 წლის მანძილზე ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. მერლინი კი ფილმებში გადაღებას და კარიერის შენებას განაგრძობდა.

მხოლოდ გაყრის შემდეგ წერს არტური პიესას საგანგებოდ მერლინისთვის და ამ პიესის მიხედვით გადაიღებენ მ. მონროს ბოლო ფილმს - "RESTLESS".

4. მერლინის მეოთხე ქორწინება (?)

არსებობს ვერსია, რობერტ სლეტცერთან ქორწინებაზე, თითქოს მეხიკოში დაქორწინდნენ და ჩამოსვლამდე დახიეს ქორწინების მოწმობა, მოილაპარაკეს, რომ ეს ქორწინება “ხუმრობა” იქნებოდა.

რობერტი დიდხანს დარჩა სანდო ადამიანად, ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მერლინს განთქმული წითელი დღიურიც უჩვენებია მისთვის.

მონროს თვითმკვლელობაზე ოფიციალური განცხადების შემდეგ, რობერტი თვითონ იწყებს გამოძიებას. მთელი 10 წელი - მარტო, შემდეგი 10 წელი კი - ცნობილ დეტექტივთან ერთად. მხოლოდ მისი წყალობით შეირყევა მერლინის გარდაცვალების გარემოებათა ოფიციალური ვერსია.

merlin monros saintereso frazebi


Marilyn Monroe :

Hollywood is a place where they'll pay you a thousand dollars for a kiss and fifty cents for your soul.
ჰოლივუდი არის ადგილი სადაც გადაგიხდიან ათას დოლარს კოცნისთვის და 50 ცენტს შენი სულისთვის ..

If I'd observed all the rules, I'd never have got anywhere
თუ მე ყველა კანონს (წესს) დავემორჩილებოდი ვერაფერს მივაღწევდი

I don't want to make money. I just want to be wonderful
მე არ მინდა ვიშოვო ფული, უბრალოდ მინდა ვიყო საუცხოო ..გასაოცარი ..

am trying to prove to myself that I am a person. Then may be I'll convince myself that I'm an actress.
მე ვცდილობ დავუმტკიცო ჩემ თავს, რომ მე ვარ (პირველ რიგში) ადამიანი (პერსონა) და შემდეგ დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მე მსახიობი ვარ

People respect you because they feel you've survived hard times and endured, and although you've become famous, you haven't become phony.
ხალხი პატივს გცემს იმიტომ, რომ ისინი გრძნობენ, რომ შენ მძიმე პერიოდი გადაიტანე გაუძელი მას, სანამ არ გახდი პოპულარული.. ისინი პატივს გცემენ იმიტომ, რომ ხედავენ, რომ შენ არ გახდი თაღლითი (გაიძვერა)

Creativity has got to start with humanity and when you're a human being, you feel, you suffer.
შემოქმედებითობა იწყება ადამიანობით და როცა ადამიანი ხარ, შენ გრძნობ, რომ შენ იტანჯები!

I love to do the things the censors won't pass
მე მიყვარს ისეთი რაღაცების გაკეთება ,რომელიც ცენზურას არ გაივლის

6 თითის ისტორია

მერლინ მონროს არ ქონდა 6 ფეხის თითი!
შეიძლება ბევრმა გაიკვირვოს ეს სათაური, თუმცა ასევე ბევრი თვლის (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად), რომ მერლინ მონროს ერთ ფეხზე 6 თითი ქონდა
ხალხს უყვარს ლეგენდარულ, სილამაზის ეტალონად ქცეულ ქალბატონებზე მცირედი ნაკლოვანებების აღმოჩენა. ვითომცდა 6 ფეხის თითი მერლინის ერთ ძველ ფოტოზე დათვალეს, თუმცა კი მერლინის სხვა ფოტოებზე დაკვირვების შედეგად მხოლოდ 5-5 თითს თუ დათვლით ეს ცრუ ფაქტი მაინც არავის უარყვია

6 თითის ისტორია
1946 წლის მარტში ფოტოგრაფმა ჯოსეფ ჯასგუარმა გადაიღო 20 წლის გოგონა ნორმა ჯინი, რომელსაც ყავისფერი თმა ქონდა და ჯერაც არ დაერქვა მერლინ მონრო.ფოტო გადაღებულია კალიფორნიის სანაპიროზე. აი აქ კი ვხედავთ მისტიურ 6 თითს! რომელიც მხოლოდ ამ ფოტოში ჩანს. 5 დღის შემდეგ ფოტოსესია კვლავ მოაწყვეს და ნორმას კვლავ 5-5 თითი ქონდა. თუმცა... როდსაც ქერათმიანი ქალბატონი მერლინი პოპულარული გახდა ამ ფოტოგრაფმა გამოსცა წიგნი "The Birth of Marilyn: The Lost Photographs of Norma Jeane By Joseph Jasgur" სადაც წერდა "მე შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ ნორმას ქონდა 6 თითი. იხილეთ ფოტოები 72 და 73 გვერდზე."
მერლინ მონროს თითების დათვლა უმარტივესი საქმეა, რადგან მისი მილიონობით ფოტო გვაქვს და თითქმის ყოველ დღე კიდევ ახალ ფირევს აღამოაჩენენ. თუმცა ყველგან მერლინის ბიოგრაფიის დაბლა საინტერესო ფაქტებში ვნახავთ "და იცოდით, რომ მერლინ მონროს 6 ფეხის თითი ქონდა?"

როგორ?

ვარიანტი ა) მონტაჟი
ვარიანტი ბ) ნორმამ (შემდგომში მერლინად წოდებულმა) რომელსაც ბავშვობიდან 5-5 თითი ქონდა მ ფოტოსესიისთვის 'მოიზარდა' მეექვსე თითი შემდეგ კი ისე მოიჭრა < wink
ვარიანტი გ) შესაძლოა ქვიშის ბურთულები ჩანს

მერლინ მონროს არ ქონდა 6 ფეხის თითი!

Wednesday, May 19, 2010

merlin monros bavshvoba

1 ივნისს 1926 წლის გლედის მონრო ბეიკერს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც იმ დროისთვის პოპულარული მსახიობის - ნორმა ტოლმეჯის მსგავსად – ნორმა დაარქვა.

გლედისი 2 წელი იყო მარტინ მორტენსონის ცოლი, მაგრამ მერლინის დაბადების დროს, უკვე გაშორდა ქმარს. მორტინსონის მამობა საეჭვოდ მიიჩნევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, დედამ შვილი ამ გვარით ჩაწერა.

სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისთვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს. 1932 წლიდან (8 წლის) ნორმა ჯინი ბოლენდერებთან ცხოვრობდა. ეს ოჯახი ბავშვებს აღსაზრდელად იმისთვის იღებდა, რომ კრიზისის წლებში ბავშვის შემწეობაზე ეცხოვრა. გლედისი ხანდახან სტუმრობდა შვილს და გოგონას ართობდა და ამხიარულებდა

1932 წლის ზაფხულში დედას შვილი თავისთან მიჰყავს. მაგრამ 1 წლის შემდეგ, მამის გარდაცვალების გამო ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი ქალი ისევ კლინიკაში ხვდება.

ნორმა ჯინ ბეიკერი საკუთარი თავის ანაბარა რჩება და მასზე ზრუნვას დედის მეგობარი – გრეის ეტკინსონ მაკ-კი იწყებს.

ბავშვი ძალიან უყვარდა და ოცნებობდა მისგან კინოვარსკვლავი გამოეჩარხა. ათასნაირ მორთულობას ყიდულობდა, ლამაზად სიარულსა და კოსმეტიკის გამოყენებას ასწავლიდა და ხშირად დაჰყავდა კინოში. საბოლოოდ ის გოგონას ოფიციალური მეურვე გახდა.

იმ პერიოდში გრეისს ერვინ სილლიმენ გოდარდი გაუცვნია. მოხდენილი, გაყრილი, მსმელი, 3 ქალიშვილით და მაინც სასურველი. გრეისმა იქორწინა. ოჯახმა აღსაზრდელად დაიტოვეს ერვინის ერთ-ერთი ქალიშვილი - ნონა, ნორმას გამოკვების თავი კი აღარავის ჰქონდა.

1935 წელს ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ 2 წელი ცხოვრობს. შაბათობით გრეისი სტუმრობს და მომავალი ვარსკვლავი კინოში მიჰყავს.

1937 წელს გრეისმა ნორმა თავშესაფრიდან წამოიყვანა, მაგრამ გოდარდებთან ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლა – ერთხელ მთვრალმა ერვინმა გოგონას გაუპატიურება სცადა. ნორმა გრეისის ბებიასთან გადადის. აქ კიდევ ერთი უსიამოვნო ისტორია მოხდება, ისევ სექსუალურ ნიადაგზე, უკვე ბიძაშვილთან (ბიჭი - 12 წლის იყო, გოგონა - 11) და ის ისევ იცვლის მისამართს

გრეისის დეიდასთან გადადის, შემდეგ მისი ავადმყოფობის გამო ისევ გოდარდებთან ბრუნდება. ბოლო ორი წლის მანძილზე თურმე გაიფურჩქნა, უკვე ბევრ ყმაწვილს რჩებოდა მასზე თვალი და “გოგონა მმმ...”-ს – ეძახდნენ, საკუთარი თავის რწმენა გაეღვიძა.

თაყვანისმცემლებიდან განსაკუთრებული ყურადღებით ჯიმ დაგერტი გამოირჩეოდა, დამოუკიდებელი და ზრდასრული ადამიანი. ეს ნორმას ძალიან სიამოვნებდა. როცა გოდარდები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, ნორმა ვერ მიჰყავთ და ის სწორედ დაგერტზე თხოვდება.