Wednesday, June 9, 2010

სიკვდილი

მერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლო 4 ვერსიაა ცნობილი:

1. კენედების შეკვეთილი მკვლელობა
1954 წელს მერლინს ტყავისყდიანი დღიური შეუძენია. მასში ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა. მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა, ან ხსნიდა მტავრობის ამა თუ იმ დადგენილების არსს ან აუცილებლობას.

რა თქმა უნდა, ეს საუბრები საზოგადოებისთვის არ იყო განკუთვნილი, თუმცა პრეზიდენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მერლინი კი ვერ იმახსოვრებდა იმას, რასაც ჯონი ლაპარაკობდა, ამან კი პრეზიდენტი ერთხელ კინაღამ გააცოფა. ასე გაჩნდა ცნობილი დღიური - მაკომპრომენტირებელი ცნობებით სავსე გემრიელი ლუკმა კონკურენტებისთვის, მაფიისთვის და თავად პრეზიდენტისთვის.

1960 წელს მერლინს უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, სიმთვრალეში ხანდახან ჯონთან ინტრიგაც წამოსცდენია. არადა ამ ურთიერტობის გახმაურება კენედის კარიერას რა თქმა უნდა არ წაადგებოდა. როცა მერლინი ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, ყურადღება ძმაზე - რობერტზე გადაიტანა.

რობერტი იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო, მერლინი გამუდმებით ურეკავდა, რაც მინისტრიეს სასახელოდ ნამდვილად არ მეტყველებდა, რობერტის შეუბღალავი რეპუტაცია საფრთხეში იყო, მოგვიანებით ყურმილს საერთოდ აღარ იღებდა.

ალკოჰოლის, ნარკოტიკების, დეპრესიის ხელში მერლინი კენედებისთვის სერიოზული დაბრკოლება და საფრთხე გახდა: მათი კავშირის გახმაურების შემთხვევაში, ინფორმაცია ბომბივით აფეთქდებოდა და დაანგრევდა ყველაფერს, რასაც ძმებმა სიცოცხლე შესწირეს.


მერლინის სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მთელი სახლი გადაქექა. ტყავისყდიანი დღიური კი ვერადავერ იპოვეს. სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ, სემ ჯანკანას ხალხი თუ კიდევ, ვინმე სხვა - უცნობია. ტელეფონის ყურმილი გადადებული იყო, ვის ურეკავდა მერლინი სიკვდილის წინ - ესეც საიდუმლოა, სატელეფონო სადგურზე ჩანაწერი ამ საუბარზე გაქრა.

2. სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო
მერლინს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა.

იუსტიციის მინისტრმა ნამდვილი ომი გააჩაღა მაფიის წინააღმდეგ, ფრენკ სინატრასაც გადაეკიდა – ცნობილი მომღერალი მაფიის მეთაურის, სემ ჯანკანას მარჯვენა ხელი იყო.

მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად ცნობილი იყო, რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომენტირებისთვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა.


იცოდნენ თუ არა ჯანკანებმა მერლინის დღიურზე - არაა ცნობილი, მაგრამ, მისი სიკვდილის შემთხვევაში, პრეზიდენტისა და მისი ძმის პირადი ცხოვრების არასასიამოვნო დეტალები გამოაშკარავდებოდა.. ეს კი მაფიის ინტერესში შედიოდა.

3. უბედური შემთხვევა - ნარკოტიკების ჭარბი დოზა
ნარკოტიკების მიღებას მერლინი 1953 წელს იწყებს.
1955 წლიდან ძილისწინ აბებს იღებს, ან ხსნარებს, დილიდან - სტიმულატორებს, თან ალკოჰოლსაც არ ერიდება.

ნერვული შეტევები თანდათან ხშირდება. როცა მუცელი მოეშალა და დეპრესიაში ჩავარდა, კიდევ უფრო მიეძალა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, კომაშიც კი იყო.

1961 წელს მერლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ნარკოტიკების მოხმარება საიდუმლო აღარ იყო. ასე რომ, შემთხვევითი, ჭარბი დოზისგან სიკვდილიც არ ჩანს დაუჯერებელი.

4. თვითმკვლელობა
თაყვანისმცემლების ბრბოების მიუხედავად, მერლინი მარტოსული და დეპრესიული იყო. როგორც ჩანს, მისი შიში, დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ იყო.
თავის მოკვლა ორჯერ სცადა. ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ - აბები მიიღო. ჯონი ჰაიდის სიკვდილის შემდეგაც ჰქონდა მცდელობა. 1958 წელს ფსიქიატრი შიზოფრენიის ნიშნებსაც ამჩნევს. ბოლო ფილმზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ ნერვული შეტევა ჰქონდა და კლინიკაში “ნაკლებად შფოთიანების” პალატაში ათავსებენ. ასეთი ფსიქიკის ფონზე, არც თვითმკვლელობაა არარეალური.

* * *

მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც და ევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის ამოსახსნელად, ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისთვის მიძღვნილი რამდენიმე ფილმი გამოვიდა:

"მერლინი" (1963), "ნახვამდის ნორმა ჯინ!" (1976), "მერლინი: ისტორია, რომელიც ჯერ არ უამბიათ" (1980), "მერლინ მონროს უკანასკნელი დღეები" (1985), "მერლინ მონრო: რა იმალება ლეგენდის მიღმა" (1987).

თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობს შეაღწიოს იმ ქალის სულში, რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს...

თითქმის 40 წელია ამ საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ და ისევ ყველას ახსოვს, რას უნდა ნიშნავდეს ეს? ალბათ იმას, რომ მსოფლიო კინოს ისტორიაში მერლინ მონრო გაცილებით დიდი მოვლენა იყო, ვიდრე უბრალოდ ლამაზი და სექსუალური ქერა ქალი...

რატომ მერლინი?

მერლინ მონრო იყო ქალი, რომელმაც მე–20 საუკუნე შეცვალა. იგი სექს სიმბოლოდაა აღიარებული... მისი მძიმე წარსულის მიუხედავად, მან შეძლო იმდენი რომ დაიპყრო მრავალი კაცის გული და მიაღწია წარმატებას... ეს ქალი ჩვენში იწვევს აღფრთოვანებას და ვფიქრობტ რომ საუკეთესოა საუკეთესოთა შორის და არ შეიძლება მისი დავიწყება... სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს თემა და გვვინდა რომ თქვენც გაგაცნოთ ამ შესანიშნავი და ძლიერი ქალის ისტორია, რომელიც არ შეუშინდა არაფერს... ეს ბლოგი მის ხსოვნას მივუძღვენით...

ukanaskneli potosesia







potoebi ))




















videos of merilyn

Friday, May 28, 2010

qali romelmac me-20 saukune shecvala



ის ამერიკის სექს-სიმბოლო იყო, მასზე მსოფლიოში მილიონობით მამაკაცი ოცნებობდა. მასში ყველაფერი სრულყოფილი იყო. ბევრი ფიქრობს, რომ მერლინ მონრო დაიბადა იმ მომენტში, როდესაც ნორმა ჯინმა გადაიღება თმა ქერად. სინამდვილეში მას მთლიანად მოუხდა შეცვლა.

ბავშვობაში, რომელმაც სიღარიბეში ჩაიარა, მას "თაგვს" ეძახოდნენ. ჩუმი გოგონა, კარტოფილი-ცხვირით და მოუვლელი თმით არავის არ უყვარდა, და მაშინ მან თავს პირობა მისცა, რომ მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა. ცხვირი, ლოყები და ნიკაპი პლასტიკური ქირურგიის სკალპელმა შეცვალა. ხოლო თავში დაუჯერებლობა მერლინმა უიღბლო ნორმას დაუტოვა.

მისმა ძალისხმევამ, მას მოუტანა პოპულარობა და სიმდიდრე, მაგრამ სამწუხაროდ არა - ბედნიერება. მდიდრული გარეგნობა მას სასტიკად გაუსწორდა. მერლინს მხოლოდ თავბრუდამხვევი სულელის როლები ხვდა წილად, კომედიები თავზე საყრელად ჰქონდა. ამ ყველაფერს დაემატა გაუმართლებელი ქორწინებები და აუარებელი აბორტები. პლანეტის ყველაზე სასურველი ქალი წავიდა ამ ცხოვრებიდან, ახალგაზრდა, მარტოხელა და უბედური, მან ვერც ერთხელ ვერ შეიგრძნო თავი ნამდვილად საყვარელ ქალად.

ოჯახი


დედა: გლედის ბეიკერი, ერთ-ერთ სტუდიაში მანტაჟს აკეთებდა, კინოფირს აწებებდა. ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, ქალიშვილი ცნობილი გამხდარიყო. სულ მუშაობდა, ნორმა კი ძიძებთან რჩებოდა. როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა, დედა, ღრმა დეპრესიაში, მეგობარს დანით მივარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს, სწორედ იმაში, რომელშიც მერილინის ბებია მოკვდა.


იშვიათი გამონაკლისების გარდა, გლედისი მერლინის ცხოვრების მანძილზე სულ ფსიქიატრიულში იყო.


მამა - უცნობია, აღმზრდელი მხოლოდ დედა იყო. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტენსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს. ერთხელ დედას სურათი უჩვენებია და უთქვამს, ეს მამაშენიაო. მაგრამ სურათიდანაც ბევრი არაფერი ახსოვდა: ფართოფარფლებიანი შლაპა და პატარა, წვრილი ულვაში, კლარკ გეიბლივით.

ბაბუა: ოტის მონრო, ასევე სულიერი დაავადებით გარდაიცვალა, რომელიც სიფილისის ბოლო სტადიამ გამოიწვია.

ბებია: დეპლა მონრო, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის დაავადება ტანჯავდა, მოგვიანებით დაავადებამ მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი გამოიწვია.